საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა საყურადღებოდ!

            2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომა/გაზაფხულის სემესტრში ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის ეფრემ ვატოპედელის სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო!

            სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურის აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე მე-5, მე-6 და მე-7 სემესტრის სტუდენტს, რომლის საშუალო აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (GPA) არის 2.5-ზე მეტი. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ამონაწერი, სადაც მითითებულია კანდიდატის სოციალური სარეიტინგო ქულა. უპირატესობა მიენიჭებათ დაბალი სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე სტუდენტებს. განაცხადები მიიღება 3 ნოემბრის ჩათვლით თსუ I კორპუსში, კანცელარიაში (114-ე ოთახი).

            თუ კანდიდატს 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომა/გაზაფხულის სემესტრში მოპოვებული აქვს სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახის დაფინანსება, მისი განაცხადი არ მიიღება. ხოლო თუ სტუდენტი სარგებლობს ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სხვა სახის ნაწილობრივი დაფინანსებით, აღნიშნული სტიპენდია დაუფარავს სემესტრის დარჩენილ საფასურს.       

თარიღი: 01/11/2022